საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე რუს ტურისტს თავს დაესხნენ.
დაზარალებული, სავარაუდოდ, სამმა ადამიანმა სცემა.
რუსეთის მოქალაქეს ტრამვა თავის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ტურისტის პირადი ნივთები და ფული წაიღეს.
