ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმეა
ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმეა
10:20 07.09.2017
ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
ექიმის განცხადებით, ქალი, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ჭრილობა მხოლოდ ყელის არეში აქვს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, ვაკეში, „პიქსელის“ შენობასთან მოხდა. მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა და ყელი გამოიჭრა.
ცოლ-ქმარი დაცვის სამსახურის - „ალგანის“ თანმშრომლები არიან.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა