ყაზბეგში, მყინვარწვერზე 35 წლის პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა.
დაღუპული პოლონელი ტურისტების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, 4300 მეტის სიმაღლეზე მწვერვალიდან ჩამოსვლის დროს მოხვდა.
ინციდენტთან დაკავშირებით პოლნელი ტურისტების 9 კაციან ჯგუფს სტეფანწმინდის პოლიციაში დაკითხავენ.
უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
„მყინვარწვერიდან დაბლა ეშვებოდა. სავარაუდოდ გული გაუხდა ცუდად, ზუსტად არ ვიცი, შემთხვევის დროს იქ არ ვიმყოფებოდი. ტურისტი გადაასვენეს ყაზბეგში“- აცხადებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თან სატელეფონო საუბრის დროს.
გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც სიცოცლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
