„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.დასკვნის
მიხედვით ხანძარი დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებამ გამოიწვია.
ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა ასევე ნათქვამია, რომ სავაჭრო ცენტრში არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.
„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არ იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული, არანაირი უსაფრთხოება იქ არ არსებობდა. ესქპერტს პირდაპირ უწერია, რომ დაახლოებით 83-90 კილომდე ნავთობპროდუქტები იყო შიგნით, ნავთი, ბენზინი, დიზელი. მას ცეცხლი გაზრახ წაუკიდეს და ამიტომ განვითარდა ამ მასშტაბის ხანძარი“-განაცხადა „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულთა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.
„ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი მიმდინარე წლის იანვარში გაჩნდა. გამოძიებამ ობიექტის დირექტორის და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დააკავა, თუმცა ისინი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
