ზაჰესში დასახლებული ტერიტორიასთან ახლოს ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ბალახებსა და ბუჩქნარს უკიდია.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლის გაჩენამდე მათ აფეთქების ხმა გაიგეს.
„გავიგეთ რაღაც გახეთქვის ხმა. მე და ჩემმა მეუღლემ. ჩემმა მეუღლემ თქვა რომ ბალახს ცეცხლი ეკიდა. დავრეკეთ 112-ში“- განაცხადა ადგილობრივმა.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფება.
