ვაკეში „პიქსელის“ შენობის წინ ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა.
ინციდენტის შემდეგ მამაკაცმა ყელი გამოიჭრა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაზარალებული ქალი „პიქსელის“ შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომელია. სავარაუდოდ, ამავე შენობაში მუშაობს მამაკაციც.
„მამაკაცმა თავის მეუღლეს დაარტყა დანა, მკერდისა და ზურგის არეში. მერე გამოიჭრა ყელი, სოცოცხლე აღარ მინდაო. მანამდე ჩოჩქოლი იყო და მე რომ მივედი, ინციდენტი მომხდარი იყო. ამ ქალბატონს დაცვის ფორმა ეცვა“ - განაცხადა თვითმხილველმა.
ცოლ-ქმარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
