თელავში მიტოვებული შენობა დაიწვა
თელავში მიტოვებული შენობა დაიწვა
10:48 06.09.2017
თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობას ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად შენობის ნაწილი დაიწვა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა.

„ეს არის ძველი აბრეშუმის საჯიშე-სასელექციო სადგური, უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს,მსგავს მიტოვებულ ერთ შენობაში ახლა საქართველოს ბანკია.
დანარჩენი კი საჭიის შენობებია, რომელიც ესე გადანგურებულია, ამიტომ წაეკიდა ცეცხლი, მიზეზს ვერ გეტყვით. მე თვითონაც გასული ვიყავი“ -აცხადებს ადგილობრივი.

ინციდენტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


ბეჭდვა