თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს
თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს
10:10 05.09.2017
კახეთში, თელავის რაიონში, სოფელ ვანთას ხიდთან 25 წლის მამაკაცი დაჭრეს.
ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება გახდა.
მამაკაცს ჭრილობები გულმკერდისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული და ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.
საქმეზე ბრალდებული ჯერ-ჯერობით დაკავებული არაა.
გამოძიება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა