ე.წ. ციანიდის საქმეზე, რომელშიც დეკანოზი გიორგი მამალაძეა ბრალდებული, განაჩენი დღეს გახდება
ცნობილი.
დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ჩანაწერი, რომელიც ტელევიზიის საშუალებით გავრცელდა, საქმეში დევს და იმ ჩანაწერის გაგრძელებაა, რომელიც პროკურატურამ საზოგადოების მხრიდან მამა გიორგიზე ცუდი წარმოდგენის შესაქმნელად გაავრცელა.
"მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მამა გიორგის მიმართ იქნება გამამართლებელი განაჩენი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რაც გაჟღერდა თქვენს ტელევიზიაში, ეს რა თქმა, უნდა საქმეში არის და ეს არის გაგრძელება იმ პატარა მონაკვეთების, რომელიც 2017 წლის 8 მარტს პროკურატურამ გაასაჯაროვა წმინდა სინოდის წინა დღეს იმ მიზნით, რომ მამა გიორგიზე ქონოდათ ძალიან ცუდი წარმოდგენა საზოგადოებას და სასულიერო პირებს" - აცხადებს დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.
საქმის განხილვას მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილი ხელმძღვანელობს და ის განაჩენს 12 საათზე გაახმაურებს.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძეს ბრალად საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშილის მოწამვლის მცდელობის დაგეგმვა ედება ბრალად.
