ხახაბოს ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია
ხახაბოს ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია
23:38 04.09.2017
თელავში, საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს.

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლის ცალკეული კერები უკვე ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში. ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

3 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ცოცხალ ძალასთან ერთად, მობილიზებულია თელავში, სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები ყვარელში, შილდის ტყეში, ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ხანძრის არც ერთი ახალი კერა.


ბეჭდვა