საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმეზე პროცესი გადაიდო.
სასამართლო განხილვის გადადების სავარაუდო მიზეზად ბრალდებულის შეუძლოდ გახდომა სახელდება.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ნაწილობრივ დახურული იყო, ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოიპოვეს აუდიო-ჩანაწერი, სადაც ქრთამის აღების ფაქტი იყო ასახული, მტკიცებულებები უნდა წარედგინა.
დღესვე სხდომაზე ოთარ აბესაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დამდგარიყო.
