სადახლოზე, ყაზბეგში, მტკვარსა და თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
სადახლოზე, ყაზბეგში, მტკვარსა და თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
12:24 02.09.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,ყაზბეგი“, ,,მტკვარი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული (12 აბი), ნარკოტიკულ-ფსიქოტროპული (16 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება ,,ოპიუმი“ (1.3კგ.) და მარიხუანა (0.78 გრ.) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.



ბეჭდვა