სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში უაქციზო საქონელი ამოიღეს
სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში უაქციზო საქონელი ამოიღეს
12:59 01.09.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილეს.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 642 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი, ხოლო, კახეთის რეგიონში - 3 877 ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 - დან 4 წლამდე.




ბეჭდვა