საია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მცხეთაში დღევანდელ აქციას დააკვირდებიან
საია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მცხეთაში დღევანდელ აქციას დააკვირდებიან
10:21 01.07.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პოლიტიკური  კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს, მცხეთაში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ.
მათი ინფორმაციით, დაკვირვება პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები დააკვირდებიან ასევე, მცხეთაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ხვალინდელი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია და „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს უზრუნველყოფენ.

ბეჭდვა