შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა; შსს მოქალაქეებს აფრთხილებს
შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა; შსს მოქალაქეებს აფრთხილებს
13:35 31.08.2017
შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უსაფრთხოების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, არ დატოვონ ისინი მეთვალყურეობის გარეშე.

ბეჭდვა