უკრაინული თვითმფრინავის გარდა აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამი თურქული საფრენი აპარატი ჩაერთვება
უკრაინული თვითმფრინავის გარდა აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამი თურქული საფრენი აპარატი ჩაერთვება
12:35 30.08.2017
თურქეთის რესპუბლიკამ აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოყო, რომელიც საქართველოში დღის მეორე ნახევარში გამოფრინდება.აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში

ამავდროულად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ღამით ისაუბრეს. უკრაინული თვითმფრინავი საქართველოში უახლოეს საათებში შემოვა.

დახმარების მიღების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს ირანთან და აზერბაიჯანთან. დახმარების სურვილი გამოხატა საფრანგეთმა, რომელთანაც ქართული მხარე ასევე კონსულტაციებს აწარმოებს.

აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. საგანგებო შტაბი 24 საათიან მუშაობას განაგრძობს.

ბეჭდვა