მიხეილ სააკაშვილი: თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ
 მიხეილ სააკაშვილი: თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ
10:26 17.08.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოსათვის მის გადაცემას შეეცდება, ამას შეძლებს.
სააკაშვილის თქმითვე, მისი გადაცემა ბიძინა ივანიშვილისთვის, იგივეა, რაც გადაცემა რუსეთისთვის.

„ცოტა ხნის წინ უკრაინული და რუსული მედიით გავრცელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი, სადაც ის თავის სისულელის გამო საუბრობდა. აღმოჩნდა, რომ დავოსში იყო შეხვედრა პოროშენკოსთან, სადაც ჩემს გადაცემაზე ისაუბრეს, მაგრამ საქართველომ უარი თქვა. შემდეგ პოროშენკო მეორედ ჩავიდა თითქოს სტრატეგიული თანამშრომლობის დასამყარებლად, მაგრამ კვლავ სააკაშვილზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ ისევ უარი თქვა, ამბობენ, რომ არ გვინდა მისი დაბრუნება და რომ უკეთ ცხოვრობენ. ყველა ოლიგარქი ჩემს გარეშე კარგად ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ თუ პოროშენკო შეეცდება საქართველოსათვის ჩემს გადაცემას, ეს შეუძლია, მაგრამ ეს იგივე იქნება, რომ რუსეთს გადამცეს, რადგან ივანიშვილი ეს არის რუსეთი. თავის დროზე პუტინმა 2 მილიარდი დოლარი მისცა და ღიად თქვა ტელევიზიით, რომ საქართველოში მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და სააკაშვილს გაასამართლებდნენ. ის არის „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი. თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ, მაგრამ თუ მე აღმოვჩნდები საქართველოში, ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას მოაშორებს. მალე ვიქნები თავისუფალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვიტყვი ჩემს უფლებაზე ჩემს უკრაინელებთან ერთად წესრიგი დავამყარო უკრაინაში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ბეჭდვა