სტიქიამ აშშ-ში 4 მილიონი აბონენტი უშუქოდ დატოვა
სტიქიამ აშშ-ში 4 მილიონი აბონენტი უშუქოდ დატოვა
13:57 30.06.2012
ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკის სანაპიროზე შტორმმა ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 4 მილიონი აბონენტი დატოვა.
CNN-ის ცნობით, სტიქიამ დასავლეთ ვირჯინია, ვირჯინია, მერილენდი და ვაშინგტონი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, ვირჯინიაში ქარიშხალმა 2 ადამიანი იმსხვერპლა.
შტორმისას ქარის სიჩქარე 120 კილომეტრს საათში აღწევდა.
შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემებია შექმნილი აშშ-ს დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხითაც. პრაქტიკულად პარალიზებულია მიწისქვეშა ტრანსპორტი.
დასავლეთ ვირჯინიაში საგანგებო მდგომარეობაა გმოცხადებული.
ამ სახეობის შტორმს რეგიონებში „დერეჩოს“ ეძახიან, რომელიც დამანგრეველი ძალის მქონე რამდენიმე ქარიშხალს მოიცავს.

ბეჭდვა