ნატო პუტინის აფხაზეთში ვიზიტს აკრიტიკებს
ნატო პუტინის აფხაზეთში ვიზიტს აკრიტიკებს
10:32 09.08.2017
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (NATO) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აკრიტიკებს.
ნატოს პრესსამსახურის წარმომადგენელის, დილან უაიტის განცხადებით, პუტინის ვიზიტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს ზიანს აყენებს.

„პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავს დაემთხვა, ზიანს აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს. ნატო ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლის არანაირ მცდელობას" - აცხადებს დილან უაიტი.


ბეჭდვა