ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკა აღმოსავლეთ
ევროპაში პარტნიორების გვერდით დგას თავისუფლების დასაცავად.
ამის შესახებ მაიკ პენსიმ ესტონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
"შეერთებული შტატების გზავნილი ბალტიის ქვეყნებისთვის ისევე, როგორც საქართველოსა და მონტენეგროსთვის, ერთნაირია - ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი პარტნიორების გვერდით ვდგავართ თავისუფლების დასაცავად და ეს ჩვენთვის დიდი პატივია. აშშ ნატოს და ჩვენი საერთო თავდაცვის ერთგულები ვრჩებით. პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ზოგიერთი რეჟიმის მხარდაჭერა, ასევე აგრესიული ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის მისაღები. ვფიქრობ, ის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს," - განაცხადა მაიკ პენსმა.
მაიკ პენსი დღეს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
