სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პოროშენკომ განკარგულება გამოსცა
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პოროშენკომ განკარგულება გამოსცა
10:25 27.07.2017
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პეტრო პოროშენკომ შესაბამისი განკარგულება გამოსცა-ამის შესახებ უკრაინის საემიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება ქვეყნდება.

"მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალები საიმიგრაციო სამსახურმა დაამუშავა, რის შემდეგაც ის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მოქალაქეობის საკითხის კომისიის განხილვაზე გადაიგზავნა.
მიხეილ სააკაშვილის საკითხი კომისიის სხდომაზე განიხილეს. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გადაწყვეტილებას კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა