დამასკოსთან „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლეს
დამასკოსთან „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლეს
12:32 28.06.2012
დამასკოს გარეუბანში პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალჩინოსანი კამალ ჰუსეინ განაჯი მოკლეს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, გარდაცვლილი „ჰამასის“ ლიდერის მაჰმუდ ალ-მაბუხას მოადგილე იყო, რომელიც 2010 წელს დუბაიში მოკლეს. მკვლელობაში ისრაელის სპეცსამსახური „მოსადი“ დაადანაშაულეს. ისრაელმა კი, ალ-მაბუხას მკვლელობასთან კავშირი უარყო.

მოძრაობის ვებ-პორტალზე ნათქვამია, რომ განაჯის მკვლელთა ვანაობა უცნობია. ამავე დროს, დაგჯუფების მაღალჩინოსანმა, რომელმაც „ფრანს-პრესთან“ საუბარში არ ისურვა ვინაობის გამხელა, განაცხადა, რომ მისი ლიკვიდაციის უკან ისრაელის სპეცსამსახური „მოსადი“ დგას.

სირიელი ოპოზიციონერების განცხადებით კი, მომხდარში დამნაშავე ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალებია. მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, ამგვარად იძია შური სირიის ხელისუფლებამ „ჰამასზე“, რომელმაც ადრე ასადს მემაბოხეებთან ბრძოლაში მხარდაჭერაზე უარი უთხრა.

ბეჭდვა