ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყნიდან როგორც ამერიკული, ისე რუსული ჯარის გაყვანაზე საუბრობს.
ამის თაობაზე რუსეთში ვიზიტით მყოფმა ატამბაევმა პრესასთან საუბრისას განაცხადა.
"ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც მანასშია განლაგებული, შესაძლოა ირანზე თავდასხმისათვის იქნას გამოყენებული" - განაცხადა ატამბაევმა.
რაც შეეხება რუსულ ბაზას, რომელიც კანტშია განთავსებული, პრეზიდენტის თქმით რუსეთს ამ ბაზის იჯარის ფულიც კი არ გადაუხდია.
ატამბაევის განცხადებით, მან დავალიანების დაფარვის საკითხი მედვედევთან შეხვედრაზე დააყენა. დავალიანება 15 მილიონ დოლარს აღწევს.
როგორც ყირგიზეთის პრეზიდენტი აცხადებს, მედვედევმა უკვე დაავალა თავდაცვის სამინისტროს ვალის 10 დღის განმავლობაში დაფარვა.
ყირგიზეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მანასში ბაზის განთავსების ხელშეკრულების ვადა 2014 წელს იწურება, რის შემდეგაც ყირგიზეთის მთავრობა ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს.
2011 წლიდან ამ დრომდე მანასში ამერიკული ცენტრის ტრანზიტული გადამზიდავებია განლაგებული.
