სირიაში ტელეკომპანია „იხბარიას“ ოფისს დაესხნენ თავს
სირიაში ტელეკომპანია „იხბარიას“ ოფისს დაესხნენ თავს
12:25 27.06.2012
სირიის პროსახელისუფლებო ტელეარხ „იხბარიას“ ოფისზე, რომელიც დამასკოს სიახლოვეს მდებარეობს, თავდასხმისას სამი კაცი დაიღუპა. ინფორმაცია  ამის შესახებ სირიის მასმედია ავრცელებს.

შენობა, სადაც ტელევიზიის შტაბ-ბინაა განთავსებული, დანგრეულია.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას სირიის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლულებს ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული და მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

მინისტრმა მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ ტერორისტებს დააკისრა.

ბეჭდვა