ვიქტორ იანუკოვიჩმა შესაძლოა ტიმოშენკო შეიწყალოს
ვიქტორ იანუკოვიჩმა შესაძლოა ტიმოშენკო შეიწყალოს
12:34 25.02.2012
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს შეწყალებას არ გამორიცხავს.  როგორც მან უკრაინულ ტელევიზიებთან ინტერვიუში განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ექსპრემიერი მას შეწყალების თხოვნით მიმართავს, მზადაა ტიმოშენკო შეიწყალოს.
პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის ყოფილი პრემიერის შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ "მან არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური თავდაცვის გზა აირჩია".
კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრემიერს იულია ტიმოშენკოს 2011 წლის 11 ოქტომბერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბეჭდვა