სეული ირანიდან ნავთობის იმპორტს წყვეტს
სეული ირანიდან ნავთობის იმპორტს წყვეტს
11:49 26.06.2012
სამხრეთ კორეამ 1 ივლისიდან ირანული ნავთობის იმპორტის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

სეულის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ თეირანის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს უკავშირდება.

ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შორისაა ირანული ნავთობის გადამტანი გემების დაზღვევა. სეულმა საკუთარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად სწორედ ეს დაასახელა და განაცხადა, რომ ევროპულ კომპანიებში გემებს ვერ აზღვევს.
ნავთობის ექსპორტი ირანის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, სწორედ ამიტომ, აშშ და ევროკავშირი ამ სანქციების შემოღებით ცდილობენ ოფიციალურ თეირანზე ზეწოლას, რათა ის აიძულონ ატომური პროგრამის განვითარებაზე უარი თქვას.

ბეჭდვა