სირია-თურქეთს შორის კრიზისი გრძელდება
სირია-თურქეთს შორის კრიზისი გრძელდება
16:44 25.06.2012
სირიის არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანი - გენერალი, ორი პოლკოვნიკი, ორი მაიორი და კიდევ 30 ოფიცერი თურქეთში გაიქცა.
თურქეთის მედიის ინფორმაციით, სამხედროები იმ 200 კაცს შორის იყვნენ, რომლებმაც დღეს ღამით, პროვინცია ხატაისთან საზღვარი გადაკვეთეს.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, უკვე 12 სირიელი გენერალი გახდა დეზერტირი.

სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის სირიაში ერთი წლის წინ დაწყებული დაპირისპირებიდან დღემდე, თურქეთში 33 ათასი სირიელი გაიქცა.

თურქეთი ღიად უჭერს მხარს ოპოზიციური სირიის არმიას, რომელიც ძირითადად რენეგატებისგან შედგება.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასული კვირის ბოლოს, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ თურქული გამანადგურებელი F-4 Phantom ჩამოაგდო. თვითმფრინავი სირიის სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. ორი პილოტი დაკარგულად ითვლება. სირია დაჟინებით აცხადებს, რომ გამანადგურებელი მისი ტერიტორიული წყლების თავზე ჩამოაგდეს, თურქეთი კი, ამტკიცებს, რომ ის ნეიტრალური ტერიტორიის თავზე იმყოფებოდა.

თურქეთის ხელისუფლება სირიასთან ურთიერთობებში არსებული კრიზისის განხილვას უახლოეს სხდომაზე გეგმავს. ანკარა ეყრდნობა ნატო-ს შეთანხმების მე-4-ე მუხლს, რომლის თანხმად, ალიანსის წევრ თითოეულ ქვეყანას, თუ მის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა, შეუძლია რჩევა ითხოვოს.

ბეჭდვა