ჩინეთში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა
17:15 24.06.2012
ჩინეთში დღეს მომხდარ მიწისძვრას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი - დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

სახელმწიფო სეისმოლოგიური სამმართველოს ცნობით, 5.7 სიმძლავრის მიწისძვრა იუნნანისა და სიჩუანის პროვინციების საზღვარზე მოხდა. აღნიშნული ტერიტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. მიწისძვრის ეპიცენტრი კი, პოპულარული ტურისტული ქალაქის ლიცზიანის ცენტრიდან 93 კილომეტრში იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები და გარდაცვლილები იუნნანის პროვინციის ნინლანის ოლქში არიან.

მატერილაური ზარალის შესახებ ჯერ ცნობები დაზუსტებული არ არის.

ბეჭდვა