ამერიკის შტატ ორეგონში მსუბუქძრავიანი თვითმფინავი ტყის მასივს შეეჯახა, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
შემთხვევა ადგილობრივ აეროდრომთან ახლოს, ქალაქ იუჯინის რაიონში მოხდა.
კერძო თვითმფრინავმა აფრენის შემდეგ მართვა დაკარგა, ჩამოვარდა, ჯერ დიდ ხეს შეეჯახა, გადაბრუნდა და მიწაზე დაეცა. ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა და ოთხივე ადგილზე დაიღუპა.
მომხდარის მიზეზი უცნობია. გამოძებას ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო აწარმოებს.
