კამჩატკის აღმოსავლეთ ნაპირზე მიწისძვრა მოხდა
კამჩატკის აღმოსავლეთ ნაპირზე მიწისძვრა მოხდა
11:16 24.06.2012
კამჩატკის აღმოსავლეთ ნაპირზე დღეს 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 65.8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კამჩატკის დასახლებულ ადგილებში მიწისქვეშა ძლიერი ბიძგები არ იგრძნობოდა. ნგრევა და მსხვერპლი არ არის. ასევე არ გამოცხადებულა ცუნამის საფრთხე.


ბეჭდვა