Fokker-ის მარკის სატრანსპორტო თვითმფრინავმა, რომელიც ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის, დღეს ჯაკარტაში ავიაკატასტროფა
განიცადა და საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი სასწავლო ფრენას ასრულებდა და მასში შვიდი კაცი იჯდა. სავარაუდოდ, შვიდივე დაიღუპა.
ინფორმაცია რიგით მოქალაქეებში მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.
უბედურების ადგილზე იმყოფებიან მედიკოსთა და მეხანძრეთა ბრიგადები.
თვითმხილველთა თქმით, თვითმფრინავმა დაახლოებით 8 კორპუსი დააზიანა.
