ავსტრალიის სანაპიროსთან ხომალდი გადაბრუნდა, რომელშიც 200 მიგრანტი იმყოფებოდა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, გემი, რომელიც ინდონეზიიდან
მოდიოდა, ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის სანაპიროსთან, კერძოდ, შობის კუნძულთან გადაბრუნდა.
ავსტრალიის ხელისუფლებამ უბედურების ადგილზე სამაშველო სამსახურები გაგზავნა.
ინდონეზია ხშირადაა სატრანზიტო პუნქტი ათასობით დევნილისთვის, რომლებიც ავსტრალიაში სახიფათო მოგზაურობაში მიდიან.
