თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს
თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს
09:00 20.12.2016
თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. თავდასხმა ანკარაში, მაშინ მოხდა, როდესაც რუსი დიპლომატი თანამედროვე ხელოვნების გალერეაში სიტყვით გამოდიოდა.
სროლა ალაჰის სადიდებელი შეძახილის ფონზე მოხდა.
“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, - განაცხადა თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა.
თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ბეჭდვა