ისრაელის ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და სავარაუდოდ, ერთი ჯერჯერობით დაუდგენელი ეროვნების შეიარაღებული ადამიანია მოკლული, დღეს დილით, ეგვიპტე-ისრაელის
საზღვრის სიახლოვეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, საზღვარზე, სადაც ისრაელი თავდაცვით ნაგებობებს აშენებს, ბომბი აფეთქდა და ერთი მუშა დაიღუპა.
აფეთქების შემდეგ, რამდენიმე ე.წ. „ბოევიკმა“ ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია და უმისამართო სროლა დაიწყო.
ებრაელმა მესაზღვრეებმა, საპასუხო სროლის შედეგად ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლეს.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დაადასტურა შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი, მაგრამ დეტალური ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.
