მექსიკაში დღეს „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართება.
ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა სამიტში მონაწილეობის მისაღებად უკვე გაემგზავრა.
სამიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტს ბარაქ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.
საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს.
„დიდი ოცეულის“ სამიტისთვის ქალაქ ლოს-კაბოსში უკვე იმყოფებიან სხვა ლიდერებიც.
