პარიზში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
როგორც სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება, ედვარდ ნალბანდიანი და ელმარ მამედიაროვი შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავენ.
როგორც შეხვედრამდე აშშ-ს ელჩი სომხეთში ჯონ ხეფერნი აცხადებს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები შეეცდებიან მოლაპარაკებებზე მხარეების პოზიციები დაახლოვონ.
მისი თქმით, პარიზში წარმოდგენილი იქნება კონფლიქტის დარეგულირების ახალი მიდგომები.
სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების მზადების შესახებ ცნობილი გახდა რეგიონში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს დროს.
ბოლო დროს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განახლდა.
