საბერძნეთში დღეს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უცხოური მედიის ცნობით, არჩევნებში 21 პარტია მონაწილეობს.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მონაწილეთაგან პარლამენტში შესასვლელად, 3%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა 10 პარტიას აქვს.
ექსპერტთა პროგნოზების თანახმად, დეპუტატების მანდატებს დიდი ალბათობით ორი ყველაზე მსხვილი გაერთიანება გადაინაწილებს - „ახალი დემოკრატია“ და სოციალისტური და კომუნისტური პარტიები; „რადიკალური მემარცხენე კოალიცია“ და „მემარჯვენე ნაციონალისტები“.
არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში.
მაისის არჩევნებისგან განსხვავებით, ბერძნები ამჟამად ხმას მხოლოდ პროპორციული წესით აძლევენ.
ხმის მიცემის პროცედურა ათენის დროით 19.00 საათზე დასრულდება.
საბერძნეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 6 მაისს გაიმართა, რომელშიც 32 პარტია მონაწილეობდა, თუმცა, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება. ამასთანავე, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რის გამოც ახალი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.
