„დიდი კომენდანტი“ გარდაიცვალა
„დიდი კომენდანტი“ გარდაიცვალა
13:46 26.11.2016
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ კუბის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფიდელ კასტროს ძმა, რაულ კასტრო ადასტურებს.
კუბის ყოფილი ლიდერი 90 წლის იყო.
მისი გარდაცვალების შესახებ ხმები გასული წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ამ ხმების პარალელურად, ფიდელ კასტრო ტელეეკრანებზე ჩნდებოდა ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის სპეცსამსახურებმა ფიდელ კასტროს მკვლელობა რამდენჯერმე დაგეგმეს და სცადეს, თუმცა, „დიდი კომენდანტი“ მისი სიცოცხლის სალიკვიდაციო ოპერაციებიდან მუდამ უვნებელი გამოდიოდა.

ბეჭდვა