სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები პარიზში გაიმართება
სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები პარიზში გაიმართება
12:05 17.06.2012
პარიზში ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

როგორც სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება, ედვარდ ნალბანდიანი და ელმარ მამედიაროვი შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავენ.

როგორც შეხვედრამდე აშშ-ს ელჩი სომხეთში ჯონ ხეფერნი აცხადებს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები შეეცდებიან მოლაპარაკებებზე მხარეების პოზიციები დაახლოვონ.

მისი თქმით, პარიზში წარმოდგენილი იქნება კონფლიქტის დარეგულირების ახალი მიდგომები.

სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების მზადების შესახებ ცნობილი გახდა რეგიონში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს დროს.
ბოლო დროს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განახლდა.

ბეჭდვა