სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს კვლავ ესვრიან
სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს კვლავ ესვრიან
10:56 14.06.2012
სომხური და აზერბაიჯანული სამხედრო ძალების დაპირისპირების ხაზზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ იუწყება, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გეიგელისა და ხოჯევენდის რაიონების უსახელო სიმაღლეებისა და ფიზულისა და აგდამის რაიონის სოფლების მიმართულებით ისროდნენ.

აზერბაიჯანულმა მხარემ შეტევა საპასუხო სროლით ჩაახშო.

სამხრეთ კავკასიის ორ ხალხს შორის მთიან ყარაბახსა და მის მიმდებარე რაიონებზე ტერიტორიული პრეტენზიის გამო, კონფლიქტი 1988 წლიდან მიმდინარეობს. ამ ტერიტორიას სომხეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

1994 წლის მაისიდან მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და დღემდე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით და საფრანგეთის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით წარუმატებელი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბეჭდვა