სომხური და აზერბაიჯანული ჯარების დაპირისპირების ხაზზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ტერტერის, აგდამის, ფიზულისა და ჯებრაილის რაიონების სოფლებისა და ხოდჯავენდის რაიონის უსახელო სიმაღლეების მიმართულებით ისროდნენ.
აზერბაიჯანულმა მხარემ სროლას სროლითვე უპასუხა. მსხვერპლი არ არის.
სამხრეთ კავკასიის ორ ხალხს შორის მთიან ყარაბახსა და მის მიმდებარე რაიონებზე ტერიტრორიული პრეტენზიის გამო, კონფლიქტი 1988 წლიდან მიმდინარეობს. ამ ტერიტორიას სომხეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
1994 წლის მაისიდან მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და დღემდე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით და საფრანგეთის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით წარუმატებელი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
