რუსეთის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული „მილიონების მარში 2“-ის ძირითადი კოლონა უკვე სახაროვის პროსპექტზეა, სადაც 15.00 საათზე მიტინგი იგეგმება.
მარშის მონაწილეებმა მსვლელობა კინოთეატრ „პუშკინსკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და რამდენიმე ბულვარი გაიარეს.
თვითმხილველთა განცხადებით, მსვლელობის მარშრუტზე მდებარე ყველა მაღაზია დაკეტილია, მსვლელობის მონაწილეებს გზად წინაღობების გადალახვა მოუხდათ.
შსს-ს მათავარი სამმართველოს შეფასებით, მოსკოვში, აქციაში 18 ათასი კაცი მონაწილეობს. ამასთან, ხალხის შეკრება გრძელდება სახაროვის პროსპექტზე, სადოვოე კალცოსა და ტურგენევსკის მოედანს შორის.
თვითმხილველთა თქმით, 30 ათასამდე მონაწილე შეკრებილი.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორმა სერგეი უდალცოვმა „ფრანს-პრესთან“ საუბარში განაცხადა, აქციაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
