ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 70 ადამიანია დაკარგული
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 70 ადამიანია დაკარგული
10:51 12.06.2012
ავღანეთის ჩრდილოეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 70-ზე მეტი ადამიანი ნანგრევებს ქვეშ რჩება. იუწყება „ბი-ბი-სი“.

გინდუკუშის მთებში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რაც ორჯერ განმეორდა, ბაგლანისა და ტახარის პროვინციებში ათობით დასახლებული პუნქტი, განსაკუთრებით კი, სოფელი დარა აზარა დაზარალდა.

ქაბულის საგანგებო სიტუაციების ცენტრის მონაცემებით, ნანგრევებიდან მხოლოდ ერთი ქალის გამოყვანა მოხერხდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია.


ბეჭდვა