მოსკოვში დღეს მორიგი „მილიონიანი მარში“ იგეგმება
მოსკოვში დღეს მორიგი „მილიონიანი მარში“ იგეგმება
09:34 12.06.2012
რუსეთის ოპოზიცია დღეს მორიგი „მილიონიანი მარშის“ გამართავს აპირებს.
მერიის მიერ დამტკიცებული განაცხადის თანახმად, მასში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა არ უნდა  მიიღოს მონაწილეობა.

მსვლელობა „სტრასტნი ბულვარიდან“ სახაროვის პროსპექტის მიმართულებით განხორციელდება. მიტინგი 15.00-18.00 საათზე სახაროვის პროსპექტზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსეთის ოპოზიციის ლიდერების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. დღეს კი - ისინი დაკითხვაზე არიან დაბარებული.

ბეჭდვა