იტალიელმა კარაბინიერებმა სპეცოპერაციის შედეგად, მაფიოზური დაჯგუფება „კამორას“ წევრი მალარდოს კლანის 47
წარმომადგენელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ANSA“ ავრცელებს.
პოლიციის ვერსიით, დაკავებული „მაფიოზები“ იარაღის უკანონო ბრუნვასთან და მეწარმეებისგან თანხის გამოძალვასთან არიან კავშირში.
იტალიის 6 რეგიონში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, პოლიციამ მაფიოზების აქტივების კონფისკაცია მოახდინა, რაც დაახლოებით 3 მილიონ ევროს აღწევს.
იტალიის პოლიციის განცხადებით, ეს სპეცოპერაცია მალარდოს კლანისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, რომლის მთავარი ფიგურები რამდენიმე წლის წინ დააკავეს და ხანგრძლივ პატიმრობაში არიან.
როგორც ცნობილია, „კამორა“ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი მაფიოზური დაჯგუფებაა ცენტრით ნეაპოლში. მისი მუშაობის არეალია მთელი იტალია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა.
