ავიაკომპანია „ფლაიდუბაი“-ს ქსელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 15 ქალაქი ემატება.
ოქტომბრიდან კომპანია ფრენებს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის და მაკედონიის რესპუბლიკის დედაქალაქ სკოპიეს მიმართულებით იწყებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი რეისები საშუალებას მისცემს მგზავრებს გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან დაბალი ტარიფებით იმოგზაურონ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით.
2009 წლის ნოემბერში „ფლაიდუბაიმ“ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო ოპერირება. ამის შემდეგ ავიაკომპანიამ რეგიონის საკვანძო მიმართულებები - სომხეთი, საქართველო, ყირგიზეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქმენეთი და უკრაინა დაიმატა.
