ნიგერიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 150 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ავიაკატასტროფა საჰაერო ხომალდის შენობებთან შეჯახებამ გამოიწვია.
უმბედური შემთხვევა ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მოხდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ნიგერიის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბორტზე მყოფი მგზავრებიდან ცოცხალი არავინ დარჩა.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე, უცნობია კატასტროფის შედეგად, შენობებში მყოფი დაღუპული ადამიანების რიცხვი.
ავარიის ადგილზე ათასობით მაშველია მობილიზებული, რომლებიც ნანგრევებიდან დაღუპულთა და დაშავებულთა გამოყვანას ცდილობენ.
ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონათანმა, კატასტროფის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
