ელვის პრესლის სარკოფაგი აუქციონზე იყიდება
ელვის პრესლის სარკოფაგი აუქციონზე იყიდება
10:58 29.05.2012
სააუქციონო სახლი - Julien’s Auctions სარკოფაგს ყიდის, რომელშიც 1977 წელს როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი დაკრძალეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

აუქციონი 23 ივნისს გაიმართება, სარკოფაგის საწყისი ფასი 100 ათასი აშშ დოლარია.

ელვის პრესლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ცხედარი რამდენიმე თვის განმავლობაში მემფისში, ტენესის შტატში იყო დასვენებული, სწორედ იმ სარკოფაგში, რომელიც ახლა აუციონზე იყიდება. ამჟამად, მისი საფლავი გრეისლენდში, დედის საფლავის გვერდით, მედიტაციის ბაღში მდებარეობს, რომელიც მომღერლის საკუთრება იყო.

სარკოფაგი აუქციონის - Sports, Legends and Music Icons ფარგლებში გაიყიდება, რომელზეც ცნობილი მუსიკოსებისა და სპორტსმენების პირად ნივთებსაც გამოიტანენ, მათ შორის მაიკლ ჯექსონის, დევიდ ბოუვის, მაიკლ ჯორდანის და სხვების.






ბეჭდვა