რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიის ოპოზიციას ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს.
სირიაში არსებულ ვითარებაზე სერგეი ლავროვმა შრი-ლანკაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის მიერ შემუშავებული გეგმა დარღვევებით ხორციელდება. თუმცა, მასზე სირიის ხელისუფლება და ოპოზიციური ძალები შეთანხმებული იყვნენ. სირიაში არსებული ვითარების დასარეგულირებლად პასუხისმგებლობა არამარტო ხელისუფლებას, არამდედ ოპოზიციურ ძალებსაც ეკისრებათ“ - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, სწორედ გეგმის დარღვევის გამო ხდება ამ დრომდე სირიაში შეტაკებები.
მიუხედავად იმისა, რომ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, 12 აპრილიდან სირიაში ასობით ადამიანია დაღუპული.
