ევროპარლამენტი უკრაინას პოლიტიკური მოტივით დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი უკრაინას პოლიტიკური მოტივით დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
12:09 23.05.2012
ევროპარლამენტი უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური მოტივით დაკავებული ოპოზიციონერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური მოტივით დაკავებული პატიმარი. მათ შორის, დაკავებული ოპოზიციის ლიდერებიც“ - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ უკრაინას აღნიშნული საკითხი ივლისის ბოლომდე, ქვეყანაში დაგეგმილი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე განიხილოს.

საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ბეჭდვა